Friday, March 27, 2015

ვაზის ისტორია

არ გაუვლია ქართულ მიწაზე უცხოელ მოგზაურს, რომ ქართული ღვინის სიკეთით განცვიფრებულს ქებითა და დიდებით არ მოეხსენებინოს იგი. ეს განცვიფრება იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი ვაზი უძველესია მსოფლიოში. ვაზმა და ღვინომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქართული ერისათვის იგი მისი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ღვინოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში, ზიარებისას მიღებული პური და ღვინო ქრისტეს სისხლთან ასოცირდება. ვაზი ფიგურირებს საქართველოს გაქრისტიანების ლეგენდაშიც. წმინდა ნინომ ვაზისაგან შეკრული ჯვრით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. ვაზის ჯვრად ქცევა ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა არცერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს „ვაზის ჯვრის კულტი“. ვაზს მიეძღვნა არაერთი საგალობელი, მათ შორის კი გამორჩეულია დავით აღმაშენებლის შვილის დემეტრე უფლისწულის საგალობელი „შენხარ ვენახი“ , რომელიც ღვთისმშობელს უძღვნა. მრავლად გვხვდება ვაზის ორნამენტები ეკლესია მონასტრებში. ასე, რომ ვაზისა და ქართველი კაცის ურთიერთობა ღვთივ კურთხეულია. საქართველოში ვაზი მუდამ წმინდა ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული.

საქართველო ლეგენდების ქვეყანაა, ერთერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ქართული ლეგენდის მიხედვით ღვინის შექმნას ქართველები მამა ღმერთს უკავშირებენ: ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები, ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა. როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა, როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით მოსასმენია, როდასაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება, უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი ადამიანი ემსგავსება ღორს, თუ რატომ, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.
ძველი საქართველოს ეკონომიკაში, მეტადრე სასოფლო მეურნეობაში, მევენახეობა–მეღვინეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ დარგის უაღრესობა ქართველი ერის ყოფაცხოვრებისა და ქონებრივი კეითილდღეობისათვის იმ საგულისხმო გარემოებიდანაც ჩანს, რომ მიწა–წყლის ორ მთავარ გეოგაფიულ და ბოტანიკურ–აგრონომიულ ნაწილად, მთად და ბარად გაყოფა, სწორედ მევენახეობის გავრცელების თვალსაზრისზე იყო დამყარებული. სადამდეც მევენახოება შესაძლებელი იყო იქამდე ქვეყნის ეს ნაწილი ბარად ითვლებოდა, საიდანაც ვაზის მოყვანა შეუძლებელი ხდებოდა, იქედან მოყოლებული უკვე მთად იყო მიჩნეული.
ყურძნის მომსხმელ ხეს თანამედროვე ქართულშიც და ძველადაც ვაზი ეწოდებოდა. თუმცა მეთერთმეტე–მეთორმეტე საუკუნეებში უკვე ამ სიტყვას მნიშვნელობა შეცვლილი აქვს და ვაზებით დარგული ბაღის აღმნიშვნელი გამხდარა.
სასოფლო მეურნეობის ყველა სხვა დარგისგან მევენახეობა იმით განსხვავდება, რომ მის საგანს და მთელ საზრუნავს ერთადერთი მცენარე, ვაზი შეადგენს. ეს გარემოება ვაზის კულტურის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობითა და მისი სირთულით აიხსნება. ვაზს დიდი მოვლა ჭირდება, რადგან მოუვლელად იგი სწრაფად გაველურდება და ნაყოფიერებასაც მოიკლებს, თუმცა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ვაზის მოვლის წესი შემუშავდა, მაგრამ მევენახეს ამ წესის ცოდნასთან ერთად, თვითონაც უნდა შეძლებოდა დაკვირვება მოეხდინა.
ვაზისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მარგებელი გასხლვა იყო. გასხლვის დროს ემჩნეოდა ვაზს, სახელდობრ, რამდენად მას ლერწამს ჩამოაცლიდნენ, იმდენად მისი ნაყოფიერება მატულობდა. ვაზისათვის გასხლვის უაღრესი მნიშვნელობა იმდენად ღრმად ჰქონდათ საბერძნეთში შეგნებული, რომ გასხლვის დღესასწაულიც კი იყო დაწესებული, რომელსაც ყოველ წლივ იხდიდნენ. ვაზის გასხლვა ადვილი საქმე არ არის, მას განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, მევენახემ უნდა იცოდეს ვაზის რომელი რქები და სად, ან რა დროს უნდა მოჭრას. კახეთში ვაზს დარისდა მიხედვით, შემოდგომაზეც სხლავდნენ და გაზაფხულზეც, ასევე იქცეოდნენ ქართლშიც, იმერეთსიც. ლეჩხუმში მხოლოდ გაზაფხულზე სხლავდნენ, გურიასა და სამეგრელოში უფრო ხსირად გაზაფხულზე, მაგრამ ზოგჯერ შემოდგომაზეც სხლავდნენ. ვაზის მოჭრილ რქას ქართულად მეორე სახელიც ჰქონდა და აქვს ეხლაც, ეს არის წალამი. რაკი გასხლვის მიზანი ვაზის ნაყოფიერების გაძლიერება იყო, ამიტომ გამსხვლელს, უპირველესად ის უნდა სცოდნოდა, თუ რომელ რქას რა დანიშნულება აქვს. ვაზის გასასხლავად საქართველოში განსაკუთრებულ მჭრელ იარაღს ხმარობდნენ, რომელსაც სხვადასხვა თემში სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ. კახეთში სასხლავად ნამგლის მაგვარი დანა იყო გავრცელებული, რომელსაც სავაზე ეწოდებოდა, იმერეთშიც ნამგალს ხმარობდნენ და მას სასხლავი ეწოდებოდა, ზოგგან მას წალდით სხლავდნენ მაგალითად ქართლში, გურიაში კი მხოლოდ წალდით სხლავდნენ, ამასვე ხმარობდნენ სამეგრელოშიც სადაც წალდს ბურჭული ეწოდებოდა. ვაზის რქების დანეკვა სამამულედ და საყურძნედ დატოვება საქართველოში ევროპული მევენახეობის გავლენამდე სცოდნიათ. არც ერთი ტერმინი, რომელიც სხლვასთან არის დაკავშირებული უცხო ენიდან შეთვისებული არ არის, როგორც თვით სხლვა, ისე მოსაჭრელი იარაღისა და რქების სახელები: სასხლავა, წალდი, სავაზე, სამამულე, ანუ საწინაო რქა, საკავებელი, საყურძნე რქა და გაბმულა, ნეკი, ყველა ნამდვილი ქართული სიტყვებია. ვაზის მოვლა მარტო ასარვით, გასხლვითა და დაკავებით ანდა შეყელვით ან შეკონით არ მთავრდება. გადაუდებელ სასწრაფო სამუშაოთა შორის რომელიც მევენახეობაში უნდა გაკეთებულიყო გიორგი მთაწმინდელი აჯოჯვასაც ასახელებს. ეს არის ზედმეტი ტოტების მოცლა. და მას როგორც საბა აღწერს ფურჩქნას ანდა ანდა ვაზის, ვენახის გაფურჩქვნას ეძახიან. ვაზის ნაყოფს მაშინაც ყურძენი ეწოდებოდა და ეხლაც. ვაზის ნაყოფი ყურძენი როგორც ცნობილია მრავალი ცალკეული, მაგრამ ერთად შეკრული ნაწილისაგან შედგება. ამ ნაყოფს მთლიანად განსაკუთრებული სახელი ქვია მტევანი. ყურძნის მტევნის აღსანიშნავად არსებობს თავთავისი სახელები. ყურძნის ღეროს კლერტი ეწოდება ან და ბურძღენი. საბას უთქვამს:“ბურძღენი ყურძნის კლერტია და კლერტი ყურძნის ღეროაო“. ანუ ყურძნის მთავარ ღეროს კლერტი მის ტოტებს კი ბურძღენი ეწოდება.
მტევანს ბურძღენებზე ორ–ორი, ზოგჯერ სამი მარცვალი ასხია ხოლმე, ასეთ რამდენიმე მარცვლის შემცველ ბურძღენსაც თავისი სახელი ჰქონდა და კაფხალი ეწოდებოდა.
ვაზი შეიძლება ღონიერი გამომდგარიყო და დიდი ტანი აეყარა, შესაძლებელია სუსტიც აღმოჩენილიყო და პატარა ტანის ბუჩქად დამდგარიყო.სუსტ ვაზს ეწოდებოდა ვენახი უძლური, ტან დაბალ ვაზს ვენახი კნინი, სიდიდითა და სახედავად ღონიერს კი ვენახი ძლიერი.
ვაზის ჯიშები ერთმანეთისგან განირჩევიან მტევნის მოყვანილობით და სიდიდით. არსებობენ ისეთი ჯიშები, რომელთაც დიდი მტევნები აქვთ ანუ დიდტევნიანია ან მტევანდიდია. ისევე როგორც პატარა მტევნიანებიც მოიპოვება. ასევე ჯიშები განირჩევიან მტევნის სიგრძით, ზოგი გრძელტევნიანია ზოგი, ზოგს მოკლე ან საშუალო მტევანი აქვს. მტევანს კლერტზე აქეთ იქით ბურძღები აქვს. ზოგიერთ ყურძენს, რომელთაც ბურძღები ჩვეულებრივზე გრძელი აქვთ ქართველმა მევენახემ მხარგძელი უწოდა. ყურძნის ჯიშებრივი განსხვავება შეიძლება მტევნის აგებულებით. ზოგიერთ ჯიშს ბურძღები შორიშორს აქვს და ამის გამო მტევანიც გაფარჩხულის შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ ქართველმა მევენახემ მას ფარჩხატი და თხელი უწოდა. ზოგს კი ბურძღნებიც და მარცვლებიც მჭიდროდ ასხია და მარცვალი ზედმიკრულის შთაბეჭდილებას ახდენს, ასეთი ჯიშისთვის ხალხს კუმსი კუმში, კუმუშა და ჯუმუტა უწოდებია. ყურძნის ჯიშები ასევე განირჩევიან მარცვლის მოყვანილობით. სულხას–საბას ჰქონდა აღნიშნული, რომ „ბუდუშაური ყურძენი“ მოგრძომარცვლიანი იყო. ძველად ყურძნის მარცვლის ორ სახეს არჩევდნენ რვალსა და მოგრძოს, აქედან გამომდინარე არსებობდა ორი ჯიში მარცვალ მოგრძო და მრგვალმარცვლიანი. ცყურძნის ჯიშები ადრეც და ეხლა შეიძლება გამოვარჩიოთ კანის თვისებით, თხლაფი–თხელკანიანია, ხოლო კაკნატელა–სქელკანიანს ნიშნავს და ასევე ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი განმასხვავებელი არის და იყო ყურძნის ფერი

ქართული ვაზი

დასავლეთ საქართველო

აფხაზეთი

თეთრი
ვაზის სახელიგავრცელება
1აბისტაჯმცირე
2ავასირხვამცირე
3ავრეხიმცირე
4ათურქუჯმცირე
5აკაბილიჯმცირე
6აკასაჯმცირე
7ავრეხიმცირე
8აჯკვაკვამცირე
9აჯხვატამცირე
10კიამოხტამცირე
11მახვატელიმცირე
12ხუნალიჯი(თეთრი)მცირე
13ხუტუნიჯიმცირე
შავი
ვაზის სახელიგავრცელება
1აბსუაჯმცირე
2აგბიჯმცირე
3აგუტოლიჯმცირე
4ათასარკვამცირე
5აკაბილმცირე
6აკუმშტალმცირე
7აკლიკმცირე
8აკომშტალმცირე
9აკუბასმცირე
10აკუშარმცირე
11ამგურჩალმცირე
12ამლახუმცირე
13ამოფხიჯმცირე
14აპაპინჯმცირე
15აპუჯერამცირე
16აცილმიჯმცირე
17აყაფშმცირე
18აშუღაჯმცირე
19აჩკიკიჯმცირე
20აძნიჯმცირე
21აწლიჯმცირე
22ახარდანმცირე
23ახუხუჯმცირე
24კაჭიჭიმცირე
25პეტრიჯიმცირე
26ტატლიჯიმცირე
27შავი ამლახუმცირე
28ცხენისძუძუ აფხაზურიმცირე
29წვინდირხვამცირე

დანარჩენები
ვაზის სახელიგავრცელებაფერი
1აგაშკურმცირევარდისფერი
2აჯაპშმცირევარდისფერი
3აჯემჩიღმცირევარდისფერი
4აჯიამცირევარდისფერი
5აჯიგრამცირევარდისფერი
6აჯყაფშმცირევარდისფერი
7აჭანდრისმცირეწითელი
8ლაკოაჯმცირემუქი ლურჯი
9ხაფშირამცირემომწვ.- მოყვითალო
10ხუპინიჯიმცირემომწვ.- მოყვითალო

სამეგრელო

თეთრი
ვაზის სახელიგავრცელება
1აფხაზურამცირე
2გრეხიმცირე
3დედოფლის კითიმცირე
4დუდღუშიმცირე
5დღვლაბემცირე
6ეგურძგულიმცირე
7ზერდაგიმცირე
8თეთრიშამცირე
9თხურთხუმცირე
10კაპისტონი მეგრულიმცირე
11კვაწახურამცირე
12ლაგილურიმცირე
13ოფოფიმცირე
14ოქონამცირე
15საკუმამცირე
16სამაჭრომცირე
17ჩეკოლოშიმცირე
18ოქონამცირე
19ჩერგვალიმცირე
20ჩეშიმცირე
21ჩეჭკიშიმცირე
22ჩეჭიფეშიმცირე
23ჩეხარდანიმცირე
24ჩიჩკიშიმცირე
25ჩხუჩეშიმცირე
26წალენჟიხის თეთრიმცირე
27ჭვიტილურიმცირე
28ჭუბერიმცირე
შავი
ვაზის სახელიგავრცელება
1აბშილურიმცირე
2გოდაათური ღიაელემენტი
3ვერნახიელემენტი
4კეთილურიმცირე
5კერთოლიმცირე
6კოლოშიელემენტი
7კუტალამცირე
8მაჭყვატურიელემენტი
9მუხიშხამცირე
10ოჯალეშიელემენტი
11პანეშიმცირე
12პუმპულაელემენტი
13უსახელო წითელიმცირე
14უჩაჭუბურიელემენტი
15უჩახარდანიმცირე
16ჩხაბერძულაელემენტი
17ჩხუშიმცირე
18ჭოტიშიელემენტი
19ხოჟისთოლიმცირე

დანარჩენები
ვაზის სახელიგავრცელებაფერი
1აგაშკურმცირევარდისფერი
2ჩხოროკუნიმცირეწითელი
3ჭითაშიმცირეწითელი

გურია

თეთრი
ვაზის სახელიგავრცელება
1ათინაურიმცირე
2დორდღომცირე
3ვაციწვერამცირე
4ზენათურიმცირე
5თეთრი ყურძენიმცირე
6თეთრი ჩხავერიმცირე
7თქვლაფამცირე
8კაკნატელამცირე
9კამური თეთრიმცირე
10კაპისტონი წიწილიანიმცირე
11კატურიმცირე
12კეშელავას თეთრიმცირე
13მაისამცირე
14მაური თეთრიმცირე
15საკმიელამცირე
16საკნატურამცირე
17სამარხიმცირე
18ქაქუთურამცირე
19ჩხინკილოურიმცირე
20ჭიჭიეთის თეთრამცირე
21ხუშიამცირე
შავი
ვაზის სახელიგავრცელება
1აკიდომცირე
2ალადასტურიელემენტი
3ბახვას ყურძენიმცირე
4ბერძულამცირე
5ვორონამცირე
6კამური შავიმცირე
7კოცხანამცირე
8მტევანდიდიმცირე
9ნაშენებამცირე
10ოფოურამცირე
11ოჟალეში გურიისმცირე
12რცხილი(ვაზი)მცირე
13საფერავი გურიისმცირე
14სხილათუბანიმცირე
15შავჩხავერამცირე
16ჩხავერიფართო
17ცანაფითამცირე
18ცივჩხავერამცირე
19ჭუმუტამცირე
20ხემხუმცირე
21ხუშიამცირე
22ჟანიმცირე
23ჟანი ნაკაშიძისმცირე
24ჟანი ციხურიმცირე


დანარჩენები
ვაზის სახელიგავრცელებაფერი
1ბადაგიმცირემუქი ვარდისფერი
2კიკაჩა შავიმცირეწითელი
3კორძალამც.(ასევე აჭარაში)წითელი
4კუმუშამცირეწითელი
5მაგანაკურიმცირეწითელი
6მანდიკოურიმცირეწითელი
7მახათურიმცირეწითელი
8მტრედისფეხამცირეწითელი
9მცვივანი გურულიმცირეწითელი
10სამჩხავერამცირეწითელი
11ჩეპეშიმცირეწითელი
12ცივჩხავერამცირევარდისფერი
13ცისფერერულამცირერუხი
14წითლანიმცირევარდისფერი

აჭარა

თეთრი
ვაზის სახელიგავრცელება
1ალმურა (შავი)მცირე
2ბაღის ყურძენიმცირე
3ბროლამცირე
4გორგოულიმცირე
5თეთრამცირე
6თურვანდიმცირე
7კაიკაციშვილისეული თეთრიმცირე
8კვირისთავამცირე
9კლარჟულიმცირე
10ლივანურა თეთრიმცირე
11მწვანურამცირე
12მწვანე აჭარულიმცირე
13ორჟოხულიმცირე
14სხალთაურიმცირე
15შავშურამცირე
16ცვითემცირე
17წვიტემცირე
18ჭეჭიბერამცირე
19ჟავახეთურამცირე
შავი
ვაზის სახელიგავრცელება
1ალმურა (თეთრი)მცირე
2ბათომურამცირე
3ბურძღალამცირე
4ბუტკო(ვაზი)მცირე
5ვაიოს საფერავიმცირე
6კირწწითელამცირე
7ლივანურა შავიმცირე
8მაგარამცირე
9მეკრენჩხიმცირე
10მორცხულამცირე
11სალიკლევიმცირე
12საფერავი აჭარულიმცირე
13საწურიმცირე
14ტაგიძურამცირე
15ტყის ვაზიმცირე
16ტყის ყურძენამცირე
17ქორქაულამცირე
18შიშველიმცირე
19ჩიტისთვალა აჭარულიმცირე
20ცხენისძუძუ აჭარულიმცირე
21ჭიპაკურიმცირე
22ჭოდიმცირე
23ხარისთვალა აჭარულიმცირე
22ჟინეშიმცირე

დანარჩენები
ვაზის სახელიგავრცელებაფერი
1ახალაკიმცირემუქი წითელი
2კიბურამცირევარდისფერი
3პოვნილიმცირემუქი წითელი

იმერეთი

თეთრი
ვაზის სახელიგავრცელება
1ბაზალეთურიმცირე
2გაბეხაური (თეთრი)მცირე
3გომის თეთრიმცირე
4ვერტყვიჭალის თეთრიმცირე
5თითა იმერულიმცირე
6თქლაფა (იმერეთი)მცირე
7თხლაფამცირე
8კაპისტონიმცირე
9კაპისტონი გაღმოურიმცირე
10კიკაჩა თეთრიმცირე
11კრახუნა თეთრიმცირე
12კუნძა თეთრიმცირე
13მაღლარიმცირე
14მსხვილთვალამცირე
15მსხვილკუმფხალამცირე
16მურადოულიმცირე
17მცვივანი იმერულიმცირე
18მწვანე იმერულიმცირე
19მჭკნარა დონდღლაბიმცირე
20ნათელა (ვაზი)მცირე
21ოხტოურამცირე
22რკო თეთრიმცირე
23უცნობიმცირე
24ქართულამცირე
25ქვიშხური (გორული მწვანე)მცირე
შავი
ვაზის სახელიგავრცელება
1ადანასურიმცირე
2ბეწოურამცირე
3ბზვანურამცირე
4გაბეხაური (შავი)მცირე
5დიდშავამცირე
6დონდლაბიმცირე
7ენდელაძისეულიმცირე
8ვერტყვიჭალის შავიმცირე
9კლერტმაგარამცირე
10კრახუნა შავიმცირე
11კუნძა შავიმცირე
12კუპრაშვილისეულიმცირე
13მამუკას საფერემცირე
14მამუკამცირე
15მარგული საფერემცირე
16მაღრანულიმცირე
17მაჩანოურიმცირე
18მგალობლიშვილი (ვაზი)მცირე
19მელანისეულიმცირე
20მტრედისფერამცირე
21ობჩური შავიმცირე
22რაბათის წითელიმცირე
23რკო შავიმცირე
24სამაჭრიამცირე
25სამჭაჭამცირე
26ქველოურიმცირე
27ღორისთვალამცირე


დანარჩენები
ვაზის სახელიგავრცელებაფერი
1გომის წითელიმცირეწითელი
2ვანის ჩხავერიმცირევარდისფერი
3მაჩანოურიმცირეწითელი
4უსახელოურიმცირევარდისფერი
5ფეროვანი პატარიძისმცირევარდისფერი

რაჭა-ლეჩხუმი

თეთრი
ვაზის სახელიგავრცელებაგავრ. ადგილი
1ალექსანდროული (თეთრი)მცირერაჭა
2ალეშიმცირერაჭა
3არაბეული (თეთრი)მცირერაჭა
4ბეგლარის ყურძენიმცირერაჭა
5ბეროულამცირერაჭა
6მცირერაჭა
7მცირერაჭა
შავი
ვაზის სახელიგავრცელებაგავრ. ადგილი
1ალექსანდროული (შავი)მცირერაჭა
2არაბეული (შავი)მცირერაჭა
3აფხაზურიმცირელეჩხუმი
4ბახვამცირერაჭა
5ბელარანიმცირელეჩხუმი
6ბერბეშომცირერაჭა
7მცირე
6მცირერაჭა
7მცირე


დანარჩენები
ვაზის სახელიგავრცელებაფერიგავრ. ადგილი
1მცირევარდისფერი
2ელემენტიელემენტიელემენტი
3ელემენტიელემენტიელემენტი

მესხეთი

თეთრი
ვაზის სახელიგავრცელება
1ბეჯანამცირე
2ელემენტიელემენტი
3ელემენტიელემენტი
4მცირე
5მცირე
შავი
ვაზის სახელიგავრცელება
1მცირე
2ელემენტიელემენტი
3ელემენტიელემენტი
4მცირე
5მცირე

დანარჩენები
ვაზის სახელიგავრცელებაფერი
1მცირე
2ელემენტიელემენტიელემენტი
3ელემენტიელემენტიელემენტი

აღმოსავლეთ საქართველო[რედაქტირება]

ქართლი

თეთრი
ვაზის სახელიგავრცელება
1ადრეულიმცირე
2ანდრიასეულიმცირე
3ანდრიულიმცირე
4არაგვისპირულიმცირე
5ბუდეშური (თეთრი)მცირე
ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი
შავი
ვაზის სახელიგავრცელება
1ასურეთულისაკმაოდ
2ბორჩალომცირე
ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი

დანარჩენები
ვაზის სახელიგავრცელებაფერი
1მცირე
2ელემენტიელემენტიელემენტი
3ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი

კახეთი

თეთრი
ვაზის სახელიგავრცელება
1ბეჯანაურიმცირე
2ბუა ყურძენიმცირე
3ბუერა(ვაზი)მცირე
ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი
შავი
ვაზის სახელიგავრცელება
1მცირე
ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი
ელემენტიელემენტიელემენტი

დანარჩენები
ვაზის სახელიგავრცელებაფერი
1ბუდეშური (წითელი)მცირეწითელი
2ელემენტიელემენტიელემენტი
3ელემენტიელემენტიელემენტი